CNN – -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მშვიდობის ინსტიტუტს დონალდ ტრამპის პატივსაცემად სახელი შეუცვალა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მშვიდობის ინსტიტუტს დონალდ ტრამპის პატივსაცემად სახელი შეუცვალა, – ინფორმაციას CNN-ი -ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დილით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი მომლაპარაკებლის პატივსაცემად ყოფილ მშვიდობის ინსტიტუტს სახელი შეუცვალა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დონალდ ჯ. ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტში“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი 1984 წელს კონგრესის მიერ შეიქმნა და იგი ფედერალურ სააგენტოს არ წარმოადგენს.
CNN-ის ინფორმაციით, წელს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინსტიტუტისთვის ფედერალური დაფინანსების გაუქმება მოითხოვა და თანამშრომლები გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა