აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ იემენელმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ის კუთვნილ ტანკერს, Chem Ranger-ს ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.
თავდასხმის შესახებ შეერთებული შტატებიდა „ჰუსიტების“ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ, „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ Chem Ranger-ზე პირდაპირი დარტყმა განახორციელეს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით კი, „ჰუსიტებმა“ ტანკერის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ისინი გემის მახლობლად, წყალში ჩაეშვნენ და გემი არ დაზიანებულა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ინციდენტის შემდეგ Chem Ranger-მა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა და საბერძნეთი მართავს, გზა განაგრძო.
