– პალესტინის სუვერენიტეტის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ ღაზაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეის წინააღმდეგია.
ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელს უსაფრთხოების კონტროლი უნდა ჰქონდეს მდინარე იორდანეს დასავლეთით მდებარე მთელ მიწაზე, რომელიც ნებისმიერი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს.
“ეს აუცილებელი პირობაა და ეწინააღმდეგება (პალესტინის) სუვერენიტეტის იდეას. რა ვქნათ? მე ვეუბნები ამ სიმართლეს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და ასევე შევაჩერე ჩვენთვის ისეთი რეალობის დაკისრების მცდელობა, რომელიც ზიანს მიაყენებდა ისრაელის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, მისი თქმით, ღაზის სექტორში შეტევას სრულ გამარჯვებამდე გააგრძელებს, რაც მოიცავს „ჰამასის“ განადგურებას და დარჩენილი მძევლების დაბრუნებას, რასაც, შესაძლოა კიდევ ბევრი თვე დასჭირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“