უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა დღეს, აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში არის დაგეგმილი, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც დაესწრება.
უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამაც დაადასტურა, რომ რუსტემ უმეროვსა და სტივ უიტკოფს შორის შეხვედრაა დაგეგმილი.
სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა უიტკოფისა და კუშნერის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შემდგომ შეხვედრას ელის. მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში დიდი პროგრესი არ არის, თუმცა თავად პროცესი მიმდინარეობს.




