ნორვეგია უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 190 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2 მილიარდ ნორვეგიულ კრონს (190 მილიონი დოლარი) გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ 17 იანვარს განაცხადა და აღნიშნა, რომ ახლახან გამოცხადებული თანხებს 1 მილიარდი კრონა (95 მილიონი აშშ დოლარი) ემატება, რომელიც ევროკავშირის ASAP საბრძოლო პროექტებისთვისაა გამოყოფილი.
“თავდაცვის ინდუსტრიაში შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა.
ცნობილია, რომ 190 მილიონი დოლარის დაფინანსების დაახლოებით ნახევარი კონკრეტულ კონტრაქტებზე Nammo-თან, ფინურ-ნორვეგიულ თავდაცვის კომპანიასთან მიდის, რომელიც რაკეტებსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს.
მანამდე, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მიმართეს თავიანთ პარტნიორებს, გააძლიერონ ჭურვების მიწოდება, რადგან ევროკავშირის გეგმა გაზაფხულამდე 1 მილიონი ჭურვის მიწოდების შესახებ, სავარაუდოდ, ვადას გადააცილებს.
როგორც ნორვეგიის მთავრობამ იანვარში განაცხადა, 2023 წელს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გამოიყო ს სამხედრო დახმარების სახით. ნორვეგია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს დაჰპირდნენ. მათ უკვე გამოყვეს რამდენიმე თვითმფრინავი უკრაინელი მფრინავების სწავლების მხარდასაჭერად.