რამდენად რეალურია 1000-ლარიანი პენსიის დაპირება – ლელოს განმარტება

რამდენად რეალურია 1000-ლარიანი პენსიის დაპირება – „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ამ იდეის განხორციელება რეალურია.
კუპრაძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში ლელოს მოსვლის შემთხვევაში, ისინი პენსიას პირველივე თვეს 300 ლარამდე გაზრდიან.
პენსია რამდენი უნდა იყოს ამ ქვეყანაში – ამის თქმა საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ რამდენი შეუძლია ლელოს პენსია შესთავაზოს მოქალაქეებს და ეს დაპირება იყოს რეალური თავისი ეკონომიკური დასაბუთებით, ეს არის 1000 ლარი. ლელოს შეუძლია, რომ შეასრულოს ის პირობა, რომ ხანდაზმულ მოქალაქეს ჰქონდეს 1000-ლარიანი პენსია. ეს არის პირველივე 4-წლიანი ვადა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ 1000 ლარამდე აიყვანოს პენსია ხანდაზმულების, რომლებიც შიმშილობენ, მედიკამენტებზე არ ჰყოფნით პენსია, რომ გადახედოთ ბაზრობებს და იმ სივრცეებს, სადაც ყველაზე გაჭირვებულები მუშაობენ, არიან პენსიონერები. პირველივე 30 დღეში შეიძლება, რომ 200-დან 300 ლარამდე მატება მოხდეს,“ – ამბობს კუპრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ