2023 წლის III კვარტალში საქართველოში 36 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (25.0 პროცენტი) და ქვემო ქართლის (25.0 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 11.1 პროცენტი ფუნქციონირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 11.1 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 8.3 პროცენტი ქ. თბილისში, 5.6 პროცენტი – გურიის რეგიონში და 2.8 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 12 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 418 კაცით განისაზღვრა.
2023 წლის III კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 103.2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 58.9 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 74,2 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2023 წლის III კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 56.8 მლნ. ლარის ღირებულების 66.2 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 51.0 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზედაც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 86.0 პროცენტი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 49.5 პროცენტს, აგვისტოში – 45.7 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 47.6 პროცენტს.