ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ჩვენ რეგულარულად გვაქვს დიალოგი და შეხვედრები. საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა. ეს არის ის ფორმატი, სადაც საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ეუთო-ს როლი აღნიშნულ პროცესებში.
„ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს წუხილს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეუთო ჩართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. შეხვედრისას განვიხილეთ ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე ეუთო-ს როლი ამ პროცესში, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობა”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.




