ჰელსინკის კომისია “ოცნების” მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ცნობების შემოწმებას ითხოვს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ორპარტიული ხელმძღვანელობა განცხადებას ავრცელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ცნობებეზე.
ჰელსინკის კომისიის პრესრელიზში BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებების მიგნებები პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ მოხსენიებულია როგორც „სარწმუნო მტკიცებებულებები“, რის შემდეგაც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა, თანათავმჯდომარე კონგრესმენმა ჯო უილსონმა და წამყვანმა წევრებმა – სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა ერთობლივი
„ბოლო დროს მიღებული ცნობები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, უკიდურესად შემაშფოთებელია. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა მსხვერპლებს დამწვრობები და ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემები დაუტოვა და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა იმ ვალდებულებების დარღვევას, რომლების დაცვაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება. მსგავსი ქცევა „ქართულ ოცნებას“ აყენებს ერთ რიგში რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან, რომლებზაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და არაფერზე ხელისუფლების შესანარჩუნებლად უკან არაფერზე იხევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობა აშშ-ის ხელისუფლებას და მოკავშირეებს მოუწოდებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და დაწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებზე. ასევე, მოუწოდებენ კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი — „ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.“

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში