დრონების ნაწილების ჩინელმა მსხვილმა მიმწოდებელმა რუსული Rustakt-ის წილი იყიდა – Financial Times

დრონების ნაწილების მიმწოდებელი ჩინური მსხვილი კომპანიის მფლობელმა, ვანგ ტინგხუამ რუსული დრონების მწარმოებელი მოწინავე ფირმის, Rustakt-ის წილი იყიდა, – ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.
როგორც FT განმარტავს, Rustakt-ის წინააღმდეგ EU-სა და უკრაინის სანქციები არის დაწესებული. კომპანია VT-40 ტიპის დრონებს აწარმოებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ საომრად იყენებს.
უკრაინული ორგანიზაციის, თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის მიხედვით, Rustakt 2023 წლის ივლისიდან 2025 წლის თებერვლამდე რუსეთში დრონების ნაწილების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო, ხოლო ვანგის კომპანიები, მათ შორის, Shenzhen Minghuaxin-ი, Rustakt-სა და მის მოკავშირე კომპანიებს დრონის ნაწილებს აწვდის.
გამოცემის მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, ვანგ ტინგხუა Rustakt-ის აქციების 5%-ს, დანარჩენ 95%-ს კი ბიზნესმენი პაველ ნიკიტინი ფლობს.