„2026 წელს სამედიცინო დაზღვევაში ფასების 5–10%-იანი ზრდაა მოსალოდნელი“ – ლაშა ნიკოლაძე

ვვარაუდობ, რომ 2026 წელს, 5-დან 10%-მდე სამედიცინო დაზღვევაში პროდუქტების მიხედვით, ალბათ უნდა ველოდოთ (ფასის) ზრდას. სამედიცინო სერვისების ნაწილში ზრდა არის და მათ უნდა დაეწიოს დაზღვევა, რათა მთლიანად ანაზღაურებისუნარიანი დარჩეს. ანუ, უნდა ველოდოთ, რომ ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტების ღირებულება კვლავ გაიზრდება, – ამის შესახებ დაზღვევის კავშირის გენერალურმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა, რითაც ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის ღირებულების (პრემია) ზრდას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით ისევ აქტუალურია სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ამოქმედების საჭიროება.
“სადაზღვევო კომპანიებს მოგება შეუმცირდათ. მათი ანდერაიტინგი (ჯანმრთელობის დაზღვევის რისკების მართვა) პრემიებს ძალიან მოზომილ დიაპაზონში აგენერირებდა, თუ ამას დავუმატებთ სამედიცინო სერვისების გაზრდილ ფასს, მივიღებთ სადაზღვევო კომპანიების შემცირებულ მოგებას. ალბათ მომავალში ანდერაიტერები სადაზღვევო პრემიებში ამას გაითვალისწინებენ. თუ შემოვა დასაქმებულთა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, აღნიშნული ერთგვარად გადაანაწილებს ამ პრემიას ყველა დასაქმებულზე და მარტო ის ადამიანი, რომელიც გაბედულია და კერძო დაზღვევა იყიდა – არ დარჩება კერძო დაზღვევის ამარა.
თვითონ სადაზღვევო კომპანიები სამედიცინო ფასების მომხმარებლები არიან. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ საყოველთაო “დიარჯით” და მნიშვნელოვნად კარგი ფასებით სარგებლობს სერვისებზე. მეორეს მხრივ, კერძო დაზღვევა პრაქტიკულად, გარიგებების კომპანია როგორ მოახერხებს კლინიკებთან და სამედიცინო მიმწოდებლებთან შეთანხმებას, იმ ფასზეა დამოკიდებული. შესაბამისად, საკმაოდ ასიმეტრიულია სამედიცინო სერვისების ფასები. ამ მიმართულებითაც თუ იქნებოდა გარკვეული სინათლე შეტანილი – ეს თითოეული ჩვენგანის სამედიცინო დაზღვევის პრემიაზე, მნიშვნელოვნად იმოქმედებდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გარკვეული დიალოგი დაიწყო სადაზღვევო კომპანიებთან ე.წ. დაშენებული პაკეტების და სხვა თანმიმდევრული პროცესების ნაწილში, მაგრამ სამწუხაროდ, ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. კარგი იქნება თუ ეს დიალოგი გაგრძელდება, რადგან ეს ბევრ საკითხში სინათლეს შეიტანს”, – აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.
bp.ge