არანაირ ფაქტი არ არსებობს, რომ ს დროშის ქვეშ მცურავი გემი Midvolga 2-ი საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

არანაირ ფაქტი არ არსებობს, რომ ს დროშის ქვეშ მცურავი გემი Midvolga 2-ი საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „Midvolga 2“ არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ შეტყობინება, – ამის შესახებ ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
განცახდების მიხედვით, არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ „Midvolga 2“-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ. ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად მოხსენებულია საქართველოს ნავსადგურები. სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, აღნიშნული გემი არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში, არანაირ ფაქტებს არ ემყარება“, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, თურქულმა მხარემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა.