ონანას არ დაუძახეს – ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება

კამერუნის ნაკრებმა აფრიკის თასისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაში მყოფი და “ტრაბზონსოპორში” იჯარით მოთამაშე ანდრე ონანას გვარს ვერ გამოვიკითხავთ.
29 წლის კიპერს ეროვნულ გუნდში არ უხმეს, რაც ცოტა გასაკვირია. ადრე მას კამერუნის ნაკრების თავკაცთან კონფლიქტი ჰქონდა და არ იძახებდნენ, თუმცა თავკაცის შეცვლის შემდეგ კვლავ პირველი ნომერი გახლდათ.
ინფორმაციისთვის, ონანამ მიმდინარე სეზონში “ტრაბზონსპორის” ფორმა 10 შეხვედრაში მოირგო და 3 მათგანში კარი “მშრალად” შეინახა.
აფრიკის ერთა თასი მაროკოში 2025 წლის 21 დეკემბრიდან 2026 წლის 18 იანვრამდე გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე კამერუნი გაბონს, კოტ’დივუარსა და მოზამბიკს დაუპირისპირდება.
“ერთხელ ტუალეტში შევედი და მისმა საქციელმა შოკში ჩამაგდო” – პსჟ-ს ყოფილმა მეკარემ ნეიმარზე ისტორია გაიხსენა
“ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს “რეალი” რას ნიშნავს” – რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ონანა: “მანჩესტერი” “ლიონზე” გაცილებით უკეთესი გუნდია
“ონანა თუ დე ხეა?” – ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
მატიჩმა ონანას უპასუხა: “მანჩესტერის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მეკარე ხარ
[VIDEO] თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა – ონანამ საგოლე პასი გააკეთა
ონანას საუდის არაბეთში იწვევენ