“სიკეთით სავსე ქალაქი”

თბილისის მერია „საახალწლო ქალაქის“ მოწყობას და გასართობი ღონისძიებების გამართვას 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით გეგმავს. ღონისძიებების ძირითადი ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, აქვე დაიდგმება მთავარი ნაძვის ხეც.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.