უზბეკეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩში იმედა აშორტიამ (“ბუნიოდკორი”) 58-ე წუთიდან ითამაშა და შეხვედრის მიწურულს პრესტიჟის გოლი გაიტანა – დაახლოებით 17 მეტრიდან ცაციათი ლამაზად გაახვია ბურთი “ანდიჟანის” კარის დაბალ კუთხეში.
ამის მიუხედავად, “ბუნიოდკორი” შინ 1:2 დამარცხდა. ეს აშორტიას მე-10 გოლი (პლუს 2 საგოლე პასი) იყო დასრულებულ ჩემპიონატში, რომელშიც მისმა გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ნიკოლოზ მალის, მან მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა.
ჯაბა ჯიღაურის “ყიზილყუმი” შინ “შორტანს” დაუზავდა – 3:3. თბილისის “დინამოს” ყოფილმა შემტევმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 2 შესანიშნავი (განსაკუთრებით – პირველი) საგოლე პასი შეასრულა.
ამასთან, მისმა ბოლო ქმედებამ, მეშვიდე დამატებულ წუთზე, “ყიზილყუმს” ქულა გადაურჩინა. თუმცა, სატურნირო თვალსაზრისით, ქართველის გუნდისთვის ეს თამაში არაფერს წყვეტდა (მე-9 ადგილი დაბევებული ჰქონდა). ჯიღაურმა სეზონში სულ 3 “ასისტი” მიითვალა.
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] “თელავმა” თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია…
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო – გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე – ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი…
მერანი-მონტანა 1:1 – ზავი ბულგარელებთან
ბათუმის “დინამომ” ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
მერანი-გურია 2:0 – დიდი ხნის შემდეგ…
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა – ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
რუსულმა საკალათბურთო გუნდმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა
მარუსიჩმა თბილისის “დინამო” დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
გიორგი ქვილითაიამ ვენის “რაპიდის” შემადგენლობაში პირველად ითამაშა
[VIDEO] …ეს უნდა ნახოთ! აშორტიას სუპერგოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა…




