უნგრეთის პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის დახმარების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევისგან უნგრეთი შორს არის

უკრაინის დახმარების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევისგან უნგრეთი შორს არის. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა.
„ჩვენ კომისიასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან შორს არის, ამიტომ შეთანხმების მიღწევა განსაზღვრული არ არის“, – განაცხადა გერგეი გუიაშმა.
ამასთან, მისი თქმით, ეს ტრაგედია არ იქნება, რადგან უკრაინის მხარდაჭერა დანარჩენ 26 სახელმწიფოს შეუძლია.
„თუმცა, შეთანხმების ვერ მიღწევა ტრაგედია არ იქნება, რადგან ამ შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერა 26 წევრ სახელმწიფოს შეუძლია“, – აღნიშნა გუიაშმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უნგრეთი უკრაინის ორმხრივ მხარდაჭერას არ გამორიცხავს.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს