დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით კაბინეტის წევრებთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით კაბინეტის წევრებთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით, ორშაბათს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, გაერთიანებული შტატების თავმჯდომარე დენ კეინი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უაილსი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სტივენ მილერი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა იმის შესახებ, რომ ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ესაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები არ გაასაჯაროვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო