წლის ბოლო თვე დაიწყო, სადაც უფრო განვლილის შეჯამება და ანალიზი ხდება. მანამდე კი გეტყვით, თუ რა გველის დეკემბერში. სპორტული კუთხით ეს თვე ერთ-ერთი ყველაზე პასიურია.
მთელი ყურადღება უეფას ახალგაზრდული ლიგისკენ უნდა გვქონდეს, სადაც თბილისის “დინამო” გადამწყვეტ ეტაპთან ახლოსაა. ამისთვის ახალგაზრდა თბილისელებს მინსკის “დინამოს” ბარიერის გადალახვა სჭირდებათ. ორივე შეხვედრა თბილისში (5 და 10 დეკემბერი) ჩატარდება, პირველი დაპირისპირება მაყურებლის გარეშე შედგება.
წლის ბოლომდე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მხოლოდ სამ შეხვედრას ვნახავთ.
6 დეკემბერს (ჩვენი დროით უკვე 00:05 სთ) პარიზელები “რენს” უმასპინძლებენ. 10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე “ბილბაოსთან” დაპირისპირებაა, 13-ში (22:00 სთ) კი გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის “მეცთან”(მანამდე, 7 დეკემბერს, ეს გუნდი ოსერს ეწვევა).
პარიზელები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჯერ მეტოქეს ელინ.
რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენი” “დიუნკერკს” ესტუმრება და “ბასტიას” უმასპინძლებს.
როგორც პრემიერლიგა, ასევე ჩემპიონშიპი დეკემბერში ყველაზე დახუნძლულია.
გიორგი მამარდაშვილის “ლივერპული” 6 შეხვედრას ჩაატარებს, მაგრამ რამდენს ითამაშებს ქართველი მეკარე, რთული სათქმელია.
ჯერ “სანდერლენდთან” და “ლიდსთან” პრემიერლიგური შეხვედრებია, რომლებიც სლოტის გუნდმა კრიზისის დასაძლევად უნდა გამოიყენოს, რასაც “ინტერთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლითი დაპირისპირება მოჰყვება.
ამის შემდეგ ლივერპულელებს “ბრაიტონის” მასპინძლობა, “ტოტენჰემთან” სტუმრობა და 27 დეკემბერს წლის “ენფილდზე” “ვულვზთან” დასრულება ელით.
გიორგი ჩაკვეტაძის გუნდს წლის ბოლომდე 7 შეხვედრა აქვს. უახლოესი პირველი დეკემბრის ღამეს (ჩვენი დროით 00:00 სთ) “ბირმინგემთანაა”, ბოლო კი 29 დეკემბერს, “ნორვიჩთან.” მანამდე, 26 დეკემბერს, “ლესტერთან” ასევე სტუმრობაა.
ახლადმომჯობინებული “ჩაკვეს” უფრო და უფრო დატვირთვას ველით.
უკვე აქტიურად იწერება, რომ გიორგი მიქაუტაძე იანვარშივე “ტოტენჰემში” გადავა. ეგ ზუსტად არავინ იცის, მანამდე კი გვინდა, “ვილიარეალში” კვლავ დიდი სათამაშო დრო მიიღოს და ისევ გაიტანოს.
3 დეკემბრის ღამეს ქვედალიგელ “ანტონიანოსთან” კოპა დელ რეის მატჩია. ამას “ლა ლიგაში” “ხეტაფე”, “ლევანტე” და შინ “ბარსელონა” (21 დეკემბერს) ემატება. შუალედში, 10 დეკემბერს კი “კოპენჰაგენთან” ჩემპიონთა ლიგაა.
გიორგი გოჩოლეიშვილის “ჰამბურგი” ჯერ თასზე “კილთან” ითამაშებს, ბუნდესლიგაში კი დეკემბერში 3 მატჩია.
მხოლოდ ბუნდესლიგაში ითამაშებს ბუდუ ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმი”, 21 დეკემბერს კი წელს მიუნხენის “ბაიერნის” მასპინძლობით დაასრულებს.
წლის ბოლომდე მეორე ბუნდესლიგაში ასევე სამ შეხვედრას ჩაატარებს ლუკა ლოჩოშვილის “ნიურნბერგი.”
2 დეკემბრის ღამეს საბა გოგლიჩიძის “უდინეზე” “კოპა იტალიაზე” “იუვენტუსს” შეხვდება. წლის ბოლომდე სერია “ა”-ში 4 ტურია, უდინელებს კი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე “ნაპოლი” ჰყავთ(14 დეკემბერს).
გიორგი კვერნაძის “ფროსინონე” სერია “ბ”-ში მეორე ადგილზეა. დეკემბერში 4 ტური ჩატარდება და იმედია, ქართველის გუნდი ლიდერ “მონცას” არ ჩამორჩება.
ქართველების გუნდები ყველა ტურნირზე არიან. ჩამოთვლილის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი) და გიორგი ზარია (კაირათი) მონაწილეობენ. პლეი-ოფში მოხვედრა ყველაე მეტად მიქაუტაძისა და ზარიას გუნდებს უჭირთ.
ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის “შტურმს” “ცრვენა ზვეზდასთან” მნიშვნელოვანი მატჩი აქვს.
კონფერენს ლიგაზე ირაკლი აზაროვის “შახტარს” კარგი სატურნირო მდგომარეობა გააჩნია, ცუდად არც ანზორ მექვაბიშვილის “კრაიოვა” გამოიყურება, გურამ კაშიას “სლოვანმა” კი ვითარება ცოტათი გამოასწორა.
· ავთანდილ პსჟ-ს 17 დეკემბერს აქვს კიდევ ერთი თამაში FIFA Intercontinental Cup 2025 Final
· მალხაზ ჯობავა ოღონდ იანვარში ტოტენჰემში გადავიდეს და თუ უნდათ, მანამდე სულ სათადარიგო იყოს.
· მეზღვაური კონფერენს ლიგაზე სიგუაც ასპარეზობს.
“ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო” – პერესმა ალონსო გააფრთხილა
“ბარსელონასა” და ფლიკის გზები იყოფა? – დეკუს სიაში ლუის ენრიკე ფავორიტია
“ბოდიშს ვიხდი, ეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ შევაფასე” – კარაგერმა ებერეჩი ეზეზე ისაუბრა
ჩინებული ამბავი – მამარდაშვილი პსვ-სთან მატჩის სასტარტოშია
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა – “ლივერპული” შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა?
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
“თუ წასვლა სურს, შეთავაზებებს განვიხილავთ” – ზამთარში შესაძლოა, დავითაშვილის 20 მილიონიანი ტრანსფერი შედგეს
პსჟ-ს შემტევების გატანის დროა – დემბელე სასტარტოში ბრუნდება
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი – “სენტ-ეტიენმა” გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გადავიდა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” “მალიორკა” დაამარცხა
ლუის ენრიკემ “მონაკოსთან” მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
“კვარა” შეცვალეს – პსჟ სტუმრად “მონაკოსთან” დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “მონაკოსთან” მატჩში?
[VIDEO] “არ მჯერა, ხვიჩა სასწაული ხარ…” – კვარაცხელიამ მონაკოში ქართველები გააბედნიერა
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” “სოსიედადს” მოუგო
“უოტფორდმა” მდგომარეობა გამოასწორა – კლუბის ხელმძღვანელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა
ხავი გრასია: ჩაკვეტაძის დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ
“მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ” – დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
კვარაცხელია პრესკონფერენციაზე და ევროპის სუპერთასი ამჯერად პარიზში
“ბეშიქთაში” დავითაშვილთან ერთად ტერ შტეგენის, სანჩოს, სალიჰის და გიულის დამატებას აპირებს
მოლოდინი სრულდება – ჩაკვეტაძე “პრესტონთან” მატჩის განაცხადშია
მიქაუტაძე “დორტმუნდთან” სათადარიგოა
ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა – “უოტფორდი” “პრესტონს” დაუზავდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს – “ვილიარეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა – “სენტ-ეტიენი” “რედ სტართან” დამარცხდა
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო




