– BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა – მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე, თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა – თუ კი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ, დღეს ქართველ ჟურნალისტებთან, BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ.
„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე – თუ კი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული.
არ ვიცი, საერთოდ ღირს, თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: არანაირი კავშირი სასკოლო ფორმების ტარებასა და სოციალურ ჰუმანურობას შორის არ არსებობს: როგორი კონცეფციაც არ უნდა შემუშავდეს უნიფორმისთვის, მას აუცილებლად ექნება მდიდრული და ღარიბული ვარიანტები

ალექს ჩიღვინაძე: აქამდე სად იყავითო, კითხულობენ პროპაგანდისტები? საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დეკემბერში მოპოვებულ ერთ-ერთ პირველ ეთერში ილაპარაკეს ექიმებმა, აღწერეს რა საგანგაშო სიტუაცია იყო და თქვეს თითქმის იგივე, რაც BBC-ის გამოძიებაში