ქუთაისში მკვლელობისა და სროლის საქმეზე 47 წლის კაცი სარფის გამშვებ პუნქტზე დააკავეს

კვირა საღამოს, 30 ნოემბერს, ქუთაისში ერთ-ერთი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
-ის ცნობით, ინციდენტი ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა.
სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
დღეს დილას -მ განაცხადა, რომ ამ საქმეზე დააკავეს 1978 წელს დაბადებული კაცი, ინიციალებით კ.მ.. შსს წერს იმასაც, რომ იგი წარსულში ნასამართლევია.
მას „ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას“ ევადებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
პოლიციის თანახმად, ბრალდებული დააკავეს სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველო-თურქეთის საზღვარზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!