ირაკლი კობახიძე – წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მშპ, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადასცდება 10 000 დოლარს

საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს რაც არის 7.2 % გადაჭარბებით შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადასცდება 10 000 დოლარს.
„შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა თავისი პირველადი პროგნოზი 7.2 %-მდე დააკორექტირა, თუმცა როგორც ჩანს გვექნება წლის ბოლოსთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი. ამასთან, ამ წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ასევე პირველად ისტორიაში, გადასცდება 10 000 დოლარს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით პირველად გადასცდება 30 000 დოლარს, როცა სულ რაღაც 8 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარი იყო. ეკონომიკურად ყველა მიმართულებით ქვეყანა სწორად ვითარდება. შესაბამისად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან