-მ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები არა კიევთან, არამედ: მოსკოვთან, ჩინეთთან, თურქეთთან და საუდის არაბეთთან განიხილება

აშშ-მ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები არა კიევთან, არამედ: მოსკოვთან, ჩინეთთან, თურქეთთან და საუდის არაბეთთან განიხილება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მაიამიში გამართული -უკრაინის მოლაპარაკებების ძირითად შედეგებზე წერს. მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს უკრაინულ მხარეს პირდაპირ განუცხადეს, რომ აღარ არის სტრატეგიული სუბიექტი და ის რისკების მართვის ობიექტია.
ქართველიშვილის განცხადებით, ვაშინგტონმა ნათლად განაცხადა, რომ ში გარდაუვალია, რადგან „ომის დრო“ ამოიწურა და ზელენსკი შეუცვლელი არ არის. „როგორც კი უკრაინულ საკითხებში იწყებ ფაქტების მშრალ კონსტატაციას და ამაში ეყრდნობი აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციას, მაშინვე გადანაშაულებენ “რუსეთუმეობაში” და პრაქტიკულად, ტრამპის გუნდის “წევრობას” გედავებიან. მიუხედავად ამისა, გავიაროთ მაიამიში აშშ-უკრაინის დასრულებული მოლაპარაკებების ძირითადი შედეგები.
აშშ, რა თქმა უნდა, კვლავ ადასტურებს უკრაინის პოლიტიკურ, მაგრამ არა ავტომატურ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას. ეს მოლაპარაკებები მოიცავდა: გასატარებელ რეფორმებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს, შემდგომი დახმარების პირობებს და უკრაინის მომზადებას „მოგვარების ახალი ფაზისთვის“.
როგორც აქამდეც ვივარაუდეთ, შეიცვალა მოლაპარაკებების ტონი და შეხვედრა დაემსგავსა უფრო აუდიტის ჩატარებას, თავისი აღრიცხვით, ვადებით და პირობებით. უკრაინას პირდაპირ განუცხადეს, რომ ის აღარ არის სტრატეგიული სუბიექტი – ის რისკების მართვის ობიექტია. ვაშინგტონმა ნათლად განაცხადა: გარდაუვალია, „ომის დრო“ ამოიწურა, ხოლო ზელენსკი – შეუცვლელი არ არის. აშშ-მ ფაქტიურად დაადასტურა, რომ ძირითადი გადაწყვეტილებები არა კიევთან, არამედ: მოსკოვთან, ჩინეთთან (როგორც კონფლიქტის გაყინვის გარანტთან), თურქეთთან და საუდის არაბეთთან (როგორც შუამავლებთან) განიხილება.
მაიამის მოლაპარაკებები არ შეეხო იმას, თუ „რა უნდა გაკეთდეს“, არამედ იმას – „როგორ ავუხსნათ უკრაინას ის, რაც უკვე გადაწყდა“. ამ გადაწყვეტილებაში, აშშ აღარ ეყრდნობა უკრაინის მთავრობის მონოლითურ ბუნებას, არამედ იკვლევს ალტერნატიულ მმართველ ფიგურებს, დროებითი ძალაუფლების კონფიგურაციებს, დაინტერესებას (მაგალითად) რადას სპიკერით, უსაფრთხოების ძალებით, ოპოზიციის ნაწილით, რეგიონული ელიტებით. ამავდროულად, აშშ აგრძელებს დოკუმენტურად დადგენას, თუ სად წავიდა უკრაინისთვის გამოყოფილი ათობით მილიარდი და ამით, მომავლის პასუხისმგებლობა თავად უკრაინაზე გადაიტანოს, თუმცა ამავდროულად, გარდაუვალი სასამართლო პროცესების, სკანდალებისა და გამოძიებების მინიმუმამდე დაყვანას. მოლაპარაკებების შედეგად, აშშ დათანხმდა კონფლიქტის „ხანგრძლივ გაყინვას“ უკრაინაში ჩასატარებელ არჩევნებამდე ფორმალური სამშვიდობო ხელშეკრულების გარეშე. უკრაინას შესთავაზებენ ან „კორეული სცენარის“ მიღებას, ან ის მხარდაჭერის მკვეთრი შემცირების წინაშე აღმოჩნდება. დასრულდა თუ არა შეხვედრა, პუტინთან მისი შედეგების განსახილველად მოსკოვში სტივ უიტკოფი გაემგზავრა – დაველოდოთ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, თვისებრივად იქნება აღმოფხვრილი ეს პრობლემა, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით

წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მშპ, სქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადაცდება 10 000 დოლარს, გავაკთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკოპნომიკური ზრდის მაღალი ტემპი

საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, გაიაზროს, რა მოხდებოდა, უკრაინის ომის დაწყებისას, სახელისუფლებო კაბინეტებში არა ეროვნული ხელისუფლება, არამედ უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ