Le Monde: უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთში ვიზიტი გააუქმა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა გააუქმა ვიზიტი საფრანგეთში, სადაც დღეს, 18 იანვარს, უნდა ჩასულიყო. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde წერს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე გაუქმდა.
დღეს პარიზში დაგეგმილია უკრაინის მხარდამჭერი „საარტილერიო კოალიციის“ პრეზენტაცია, რომელსაც უმეროვი უნდა დასწრებოდა. ის შეხვედრაში მონაწილეობას ონლაინ მიიღებს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსტემ უმეროვის ვიზიტის ოფიციალური პროგრამა ჯერ კიდევ 15 იანვარს გამოაქვეყნა. დაგეგმილი იყო მინისტრების, სებასტიან ლეკორნიუს და რუსტემ უმეროვის სტუმრობა კომპანიაში, რომელიც ჰაუბიცებს, Caesar-ს აწარმოებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საფრანგეთში მინისტრის ვიზიტის გაუქმებაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
საფრანგეთის და -ის ინიციატივით შექმნილი „საარტილერიო კოალიცია“, რომელიც ამ ეტაპზე 23 ქვეყანას აერთიანებს, ნაწილია უკრაინის მხარდასაჭერად -ის ხელმძღვანელობით მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინი), რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყანაა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…