ირაკლი ქადაგიშვილი „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ანგარიშზე – პატიმარს სიმარტოვეს რა უმსუბუქებს? ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი და მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე სააკაშვილს – გასეირნების უზრუნველყოფა შეიძლება

ყველა რეკომენდაცია შეიძლება შვედეთსა და ნორვეგიაში არ იყოს გათვალისწინებული – გასეირნებას რაც შეეხება, ამის უზრუნველყოფა შეიძლება, – ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის და სხვა პატიმრების პირობების შესახებ „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნასა და გაცემულ რეკომენდაციებს.
ქადაგიშვილის თქმით, დასკვნა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანას პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის კუთხით ხელშესახები პროგრესი აქვს და რეფორმების გზაზე სწორი მიმართულებით მიდის. მისივე თქმით, თუ რაიმე კიდევ დასახვეწია, ამას გაითვალისწინებენ.
ქადაგიშვილის განცხადებით, დასკვნა ცხადყოფს, რომ ყველა პატიმარი, მათ შორის, სააკაშვილი იმყოფება იმ პირობებში, რომელიც ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და ოპოზიცია ამ საკითხზე სპეკულირებდა.
„თუ დავაკვირდებით რეკომენდაციებს, შეიძლება შვედეთსა და ნორვეგიაშიც არ იყოს ყველა ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული. სიმარტოვეს რაც შეეხება, პატიმრის სიმარტოვეს რა უმსუბუქებს – ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი და რა ვიცი, მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე. აი, გასეირნების საკითხი, შეიძლება რეალური იყოს. გასეირნების უზრუნველყოფა შეიძლება, იმ ტერიტორიაზე ცალკე პირობა შეიძლება შეიქმნას გასეირნების, ეს რეალური საკითხია. პატიმარი რომ სიმარტოვეს განიცდის, ამის კომპენსაცია ოჯახის წევრმა უნდა გაუწიოს – მეუღლემ, შვილმა, რა გითხრათ ახლა, არ ვიცი,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა