აზერბაიჯანში ოპოზიციონერი ლიდერი ალი ქარიმლი დააკავეს

ბაქოში ოპოზიციური პარტიის “აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის” ლიდერი ალი ქარიმლი დააკავეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, დაკავებამდე მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ჩხრეკა ასევე ჩატარდა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის პრეზიდიუმის წევრის, მამედ იბრაჰიმის სახლში. ქარიმლის გარდა, დაკავებულები არიან პარტიის წარმომადგენლები: ფაიგ ამირლი, ფარიზ ალიზადე და რუსლან ამირლი.
სამთავრებო მედიის ცნობით, ოპოზიციონერი ლიდერის, ქარიმლის დაკავება უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილ ხელმძღვანელ რამიზ მეჰდიევს.
14 ოქტომბერს სასამართლომ მეჰდიევს ოთხთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი წაუყენეს დანაშაულებში, მათ შორის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!