ვენესუელა ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას გმობს და „უკანონო, გაუმართლებელ აგრესიას“ უწოდებს

ვენესუელას ხელისუფლება -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, ქვეყნის გარშემო საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის კომენტარებს „ვენესუელის ხალხის წინააღმდეგ კიდევ ერთი ექსტრავაგანტული, უკანონო და გაუმართლებელი აგრესია“ უწოდა.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მსოფლიოს სუვერენულ მთავრობებს, გაერო-ს და შესაბამის მრავალმხრივ ორგანიზაციებს, მტკიცედ უარყონ აგრესიის ეს ამორალური აქტი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა ვენესუელის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გამოაცხადა.
„ყველა ავიაკომპანიას, პილოტს, ნარკოტიკებითა და ადამიანებით მოვაჭრეს, გთხოვთ, ვენესუელის თავზე და მის გარშემო საჰაერო სივრცე სრულად დახურულად ჩათვალოთ. მადლობა ყურადღებისთვის!“, – დაწერა -ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
ერთი დღით ადრე კი აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვენესუელელი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ხმელეთზე ზომებს მალე მიიღებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა