კალიფორნიის შტატში, საბანკეტო დარბაზში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

კალიფორნიის შტატის ქალაქ სტოკტონში, საბანკეტო დარბაზში ოჯახური შეკრების დროს მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა, – ინფორმაციას Associated Press-ი შერიფის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სან ხოაკინის ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენელმა, ჰეზერ ბრენტმა, განაცხადა, რომ მსხვერპლთა შორის არიან როგორც ბავშვები, ასევე, მოზრდილები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სავარაუდო დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ და საზოგადოებას, მის მოსაძებნად, დახმარებისთვის მიმართეს. დანაშაულის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
„თუ ამ პირის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით. თუ ეს ადამიანი ხართ, დაუყოვნებლივ ჩაბარდით“, – განაცხადა სან ხოაკინის ოლქის პროკურორმა რონ ფრეიტასმა პრესკონფერენციაზე.
ხელისუფლებას დაშავებულების მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება