უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა – ზელენსკი

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ცნობით, აშშ-ში გაფრენამდე დელეგაციის წევრებმა მას ანგარიში წარუდგინეს.
ამოცანა ნათელია: ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების სწრაფად შემუშავება – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
“უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, გუნდთან ერთად, უკვე აშშ-სკენ გზაშია.
ამოცანა ნათელია: ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების სწრაფად შემუშავება. უკრაინა აშშ-თან კონსტრუქციულად მუშაობას აგრძელებს. კვირა დღეს მუშაობის შემდეგ ჩვენი დელეგაციის ანგარიშს მოუთმენლად ველი. უკრაინა ღირსეული მშვიდობისთვის მუშაობს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი