გორ აივაზიანმა და ჰურამან კასუმოვამ 23 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ბუდაპეშტში 23 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკრივე გორ აივაზიანმა (-55 კგ) ნახევარფინალი ინგლისელ აბდულ რაჰმან ბარტონთან დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნახევარფინალურ შეხვედრამდე მან მერვედფინალში ავსტრიელი აბდელრაჰმან ჰასაბ იმარა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელი ამინ მამაზადა დაამარცხა.
მოკრივე ჰურამან კასუმოვამ (-57 კგ) ნახევარფინალური შეხვედრა ირლანდიელ ნატალია ფაშიზევსკასთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მოკრივე ლუკა ნიქაბაძე (70 კგ) კი 29 ნოემბერს ფინალში იასპარეზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი