ანდრეი ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში.
ზელენსკის თქმით, ერმაკის გადადგომის შედეგად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებები იგეგმება.
„რუსეთს ნამდვილად სურს, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის წარმომადგენლებმა ანდრეი ერმაკის სახლში დღეს დილით ჩხრეკა ჩაატარეს. ამასთან დაკავშირებით, ერმაკმა Telegram-ზე დაწერა, რომ ის სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.




