ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები ში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას

ანდრეი ერმაკის გადადგომის შესახებ ამბავი შევიტყვეთ, გავაგრძელებთ ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, გიომ მერციესმა უკრაინულ გამოცემა “ინტერფაქს-”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ვნახეთ ამბები დღევანდელი ჩხრეკების შესახებ, რომლებიც უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ჩაატარეს, ასევე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ. გვესმის, რომ გამოძიებები გრძელდება. ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი: ნებისმიერი გამოძიებები აჩვენებს, რომ ანტიკორუფციული ორგანოები მოქმედებენ და უკრაინაში საქმიანობის უფლება აქვთ”, – განაცხადა მერსიემ.
მან აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა “ჩვენი გაფართოების პაკეტის ცენტრალური ელემენტი იყო, რომელიც ამ საკითხზე ჩვენს პოზიციას განსაზღვრავს”.
“კორუფციასთან ბრძოლა საკვანძოა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ის მუდმივ ძალისხმევებს საჭიროებს კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის დაცვის ძლიერი შესაძლებლობის შესანარჩუნებლად. ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას”, – განაცხადა მერსიემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი