“სირცხვილი მოღალატეებს – ადვილი ქულებით მოვიგეთ” – საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, სტუმრად საქართველოს ნაკრების დამარცხებას (92:79) ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
უკრაინის ეროვნულ გუნდში არ გამოცხადნენ ოლექსეი ლენი და დმიტრი სკაპინცევი. ადგილობრივი მედია წერს, რომ მათ საქციელს თბილისში გიჟური გამარჯვების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხილ ბროდსკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა: „მადლობა, ბიჭებო. მოღალატეებს – სირცხვილი“.
კომენტარი მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ოლექსანდრ კოვლიარმა გააკეთა: „მთავარი ამოცანა მათი ლიდერების შეჩერება იყო და ჩემი პარტნიორები შესანიშნავად გაისარჯენ. სწრაფ შეტევებზე გადავედით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ადვილი ქულების დაგროვების შესაძლებლობა მივიღეთ და მოვიგეთ.
ლიდერის როლი? ჩემთვის ეს პირველ რიგში დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. სამწვრთნელო შტაბი მენდობა, თანაგუნდელები კი იერიშების და თამაშის კონტროლის შესაძლებლობას მაძლევენ. ვცდილობ საქმე საუკეთესოდ შევასრულო“.
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა – ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა – ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
“შევჩენკო განდ…ია! ფუ!” – ანდრეი ში არ დაინდეს