პსჟ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და პრინციპულ მეტოქესთან – ქართველების მთავარი მატჩები

პსჟ-ს მორიგი მოწინააღმდეგე შიდა საზომებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრინციპულია, იმის მიუხედავად, რომ “მონაკო” მე-14 ტურს მე-8 ადგილზე ხვდება. ვნახოთ, ლიდერი როგორ ითამაშებს – შაბათს, ჩვენი დროით 20:00 საათზე.
თუკი პარიზელებს ზედიზედ მეოთხე მოგება სურთ, მონაკოელებს ზედიზედ მეოთხე წაგება ემუქრებათ.
ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ლამაზი და დამაჯერებელი იყო. მოწინააღმდეგიდან გამომდინარე, შემადგენლობაში ახლა ნაკლებ როტაციას უნდა ველოდოთ.
ამ გუნდების უკანასკნელ დაპირისპირებებში პსჟ-ს დიდი უპირატესობა აქვს, ბოლოს კი მონაკოში 4 გოლი გაიტანა. მათ 8 თებერვალს მაც გაუტანა.
ჰაკიმი და დუე კვლავ არ იქნებიან, დემბელე კი უფრო მეტ დროს მიიღებს. თუკი მენდეშის დასვენება გადაწყდება, ჩემპიონთა ლიგაზე გაძევებული ერნანდესი სასტარტოში იქნება.
ზაკარიამ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც სასტარტოში პოლ პოგბას ელიან. ძირითად შემადგენლობაში იქნება ანსუ ფატი, ორჯერ დუბლი რომ შემოგვთავაზა.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე – ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი – რუისი, ვიტინია, ლი – კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.
უფრო ადრე, 18:30 საათზე, ბუდუ ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმი” “უნიონს” ესტუმრება.
18:00 საათზე “პარმა” საბა გოგლიჩიძის “უდინეზეს” დაუხვდება.
რაც შეეხება კვირას, 18:05 საათზე, “ლივერპული” “ვესტ ჰემს” ეწვევა და ეს არნე სლოტის ბოლო შანსია, ვითარება გამოასწოროს. სავარაუდოდ, გიორგი მამარდაშვილი კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.
უფრო ადრე, 17:00 საათზე, გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “რეალ სოსიედადს” სტუმრად ეთამაშება.
აზაროვმა დუბლინში ითამაშა – “შახტარმა” “შემროკ როვერსს” მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილის შედევრი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება – “შტურმი” “პანათინაიკოსთან” მაინც დამარცხდა
კვარაცხელიამ გოლების გატანა უნდა გააგრძელოს – ითამაშებენ მამარდაშვილი და მიქაუტაძე?
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა?
20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე
“ოქროს ბურთის” მომავალი მფლობელია” – ტომას ფრანკმა პსჟ-ს ფეხბურთელი გამოარჩია
მიქაუტაძე “ვილიარეალს” ამ ზამთარსვე დატოვებს და პრემიერ ლიგას მიაშურებს? – Fichajes მოულოდნელ შესაძლო ტრანსფერზე
სლოტმა “ნოტინგემთან” მატჩში “ლივერპულის” შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა – “ჰაიდენჰაიმმა” სახლში მარცხი განიცადა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა – “ჰამბურგმა” თასზე ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმს” მოუგო
[VIDEO] ალისონის დაბრუნება და “ლივერპულის” 0:3 საშინაო მარცხი “ნოტინგემთან”
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” “მალიორკა” დაამარცხა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი – “იუვენტუსმა” 8-მატჩიანი მოუგებელი სერია “უდინეზესთან” დაასრულა
კვარაცხელია პრესკონფერენციაზე და ევროპის სუპერთასი ამჯერად პარიზში
ზივზივაძე დაბრუნდა – “ჰაიდენჰაიმი” “ვერდერს” ფრედ ეთამაშა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს – “უდინეზე” დამარცხდა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და “ჰაიდენჰაიმის” მორიგი წაგება
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა – “უდინეზემ” გაიმარჯვა და მერვე ადგილზე გადავიდა
გოგლიჩიძე “ბოლონიასთან”, ალბათ, ვერ ითამაშებს
მიქაუტაძე “დორტმუნდთან” სათადარიგოა
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში – ზივზივაძემ “აინტრახტს” გაუტანა
მიქაუტაძე არ ათამაშეს – “ვილიარეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა – “უდინეზე” “კალიარის” დაუზავდა
[VIDEO] ზივზივაძის სადებიუტო გოლი ბუნდესლიგის ახალ სეზონში – “ჰაიდენჰაიმმა” “აინტრახტთან” ქულა მოიპოვა