დღეს, 28 ნოემბერს, IWSC -ის კომპეტენტური ჟიური ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოსმედალოსან ღვინოებს გამოავლენს. წელს კონკურსზე უპრეცენდენტოდ მაღალირაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა და ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო ისევ საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ.
ამასთან, საქართველოს, სომხეთსა დააზერბაიჯანთან ერთად, წელს ღვინისა დასპირტიანი სასმელების IWSC-ის კონკურსსპირველად უზბეკეთიც შეუერთდა. უზბეკურიმეღვინეობები წელს პირველად მიიღებენმონაწილეობას IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia- ს კონკურსში.
აღსანიშნავია, IWSC საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს ატარებს. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 24-28 ნოემბერს წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში იმართება, რაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცემს შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაეცნონ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.
IWSC-მა საქართველოში ტრადიციულად, საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავური გუნდი ჩამოიყვანა, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ტარდება. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად არიან საერთაშორისო ჟიურის წევრები, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები. წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს.
მნიშვნელოვანია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. მას შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები.
წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ გამორჩეული პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან: სანი ჰოჯი – ღვინის კონსულტანტი და ანტრეპრენერი. ცნობილია ღვინის ბიზნესის მართვაში თავისი ინოვაციური ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით. რებეკა პალმერი – ბრიტანეთის ყველაზე ძველი ღვინის სავაჭრო ქსელის Corney & Barrow Ltd- ის შესყიდვების დირექტორი. ადამ მიხოცკი – პოლონური Central Wines-ის ხელმძღვანელი და ახალი ბრენდების გულშემატკივარი, რომელიც ახალი იდეებითა და ინოვაციური მიდგომებით აძლიერებს ღვინის ინდუსტრიის განვითარებას. ჯოანა ნერანცი- 5 Hertford Street-ის უფროსი სომელიე. 2025 წლის UK Sommelier of the Year-ის მეორე ადგილის მფლობელი. დეივიდ კერმოდი – ღვინის მწერალი. BBC-ის ყოფილი რედაქტორი, ამჟამად უძღვება პოპულარულ პოდკასტს ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესახებ. სალვატორე კასტანო – ევროპის საუკეთესო სომელიე და Friarwood-ის ღვინის უფროსი სომელიე და ბაიერი. ვილ ჰილი – Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი. ექსპერტი ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონების აღმოჩენაში, განსაკუთრებული ყურადღებით აღმოსავლეთ ევროპის უნიკალური პოტენციალის მიმართ.
ქართველ მსაჯებს შორის არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და უფროსი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი დარია ხოლოდილინა.
ჟიურის წევრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, უკეთ გაეცნენ როგორც ქვევრის, ისე ევროპულიტექნოლოგიით დაყენებულ ნიმუშებს, შეაფასესმათი უნიკალური ნიშან-თვისებები დაადგილობრივი ყურძნის ჯიშებისმრავალფეროვნება. კონკურსის ფარგლებშიიმერული ღვინის ასოციაციის მხარდაჭერითჟიურის წევრებმა დააგემოვნეს იმერული ღვინოები, რომლებიც სხვადასხვა მეღვინეობების მიერ იყოწარმოდგენილი, შეისწავლეს მათინიშან-თვისებები და წარმოების ინდივიდუალურისტილი. კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრებმა ასევე შეაფასეს რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობების მიერ წარმოდგენილი ღვინოები,გაეცნენ მათ უნიკალურ ნიშან-თვისებებს და თითოეული მეღვინეობის ინდივიდუალურ სტილს.
“უაღრესად ვამაყობ IWSC-ის მიერ ქართულიღვინისა და სპირტიანი სასმელებისინდუსტრიებთან ჩამოყალიბებულიგრძელვადიანი პარტნიორობით და ძალიანმიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, შემოდგომაზე აჭარის რეგიონში ეს პროცესიგავაგრძელო. ქართული ღვინის აღორძინებაკარგად მიმდინარეობს და ჩვენ გვიხარია, რომბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშიშევძელით ქართული ღვინოებისა და სპირტიანისასმელების მიმართ უფრო მეტი ყურადღებისმიპყრობაში წვლილის შეტანა,” — კრისტელგიბერი, IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მეორე წელია, რაც მეღვინეებს ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლურისასმელების კონკურსზე წარდგენისშესაძლებლობაც მიეცათ.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჟიურისასეთ შესანიშნავ გუნდს ვხელმძღვანელობ. ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში დიდიპოპულარობით სარგებლობს: მრავალისუპერმარკეტი, ღვინის მაღაზია და რესტორანიწარადგენს და აფართოებს საკუთარ თაროებზექართული ღვინის ასორტიმენტს. მეამაყება, რომ ჩვენი ჟიურის წევრები აჭარაში მივიღეთ. ვფიქრობ, შავი ზღვის ეს საინტერესო ტერუარიმალე, კახური ღვინოებთან ერთადმნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართულიღვინის ბაზარზე,”— სარა ებოტი, ღვინის მაგისტრი, IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი.
„IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარება ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ კონკურსი საქართველოში ტრადიციად იქცა, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი და ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. მეწარმეებისთვის ეს არის მეტი შესაძლებლობა ახალი პარტნიორების მოსაზიდად და ექსპორტის გასაზრდელად,“ – აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
კონკურსის საზეიმო დაჯილდოებას აჭარა 28 ნოემბერს უმასპინძლებს და მედალოსანიღვინოები გამოვლინდება. კონკურსი მეღვინეებსუნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონთავიანთი პროდუქცია ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებულიავტორიტეტული ექსპერტების წინაშე.
ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, სპონსორები: მეღვინეობა თელიანი ველი, ბოლერო, ნაბერაული
პარტნიორები: თავადური ბათუმი, იმერული ღვინის ასოციაცია
მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ჯეპრა
მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur




