დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში დაჭრილი ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში თავდასხმის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 20 წლის სარა ბექსთრომი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, 24 წლის ენდრიუ ვულფი კი სიცოცხლისთვის იბრძვის.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია განიხილავს სროლაში ეჭვმიტანილის, ავღანეთის მოქალაქე რაჰმანულა ლაკანვალის ოჯახის დეპორტაციის საკითხს.
ცნობისთვის, თეთრ სახლთან ეროვნული გვარდიის ორი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ტრამპმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი