[VIDEO] კიტეიშვილის შედევრი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება – “შტურმი” “პანათინაიკოსთან” მაინც დამარცხდა

ევროპა ლიგის მეხუთე ტური გაიმართა.
„შტურმი“ გასვლაზე „პანათინაიკოსთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და სვიდერსკიმ დააწინაურა, შემდეგ კი შორიდან ულამაზესი დარტყმით დრაგოვსკის კარი კიტეიშვილმა დალაშქრა და ანგარიში გაათანაბრა. ოთარი 74-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც „პანათინაიკოსი“ კალაბრიამ წინ გაიყვანა და გამარჯვებაც მოუპოვა.
კიტეიშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს – sofascore 7.5, whoscored 7.1, Flashscore 7.0.
მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 19 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„შტურმი“ 4 ქულით ოცდამერვე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს სახლში „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებს.
პანათინაიკოსი – შტურმი 2:1
გოლები: 1:0 სვიდერსკი (18), 1:1 კიტეიშვილი (34), 2:1 კალაბრია (74)
რომა – მიდტიულანდი 2:1
ასტონ ვილა – იანგ ბოიზი 2:1
პორტუ – ნიცა 3:0
ფენერბაჰჩე – ფერენცვაროში 1:1
ფეიენოორდი – სელტიკი 1:3
ლილი – დინამო (ზაგრები) 4:0
ლუდოგორეცი – სელტა 3:2
პაოკი – ბრანი 1:1
პლზენი – ფრაიბურგი 0:0
ბეტისი – უტრეხტი 2:1
ბოლონია – ზალცბურგი 4:1
ცრვენა ზვეზდა – სტიაუა 1:0
გოუ ეჰედი – შტუტგარტი 0:4
გენკი – ბაზელი 2:1
მაკაბი – ლიონი 0:6
ნოტინგემი – მალმიო 3:0
რეინჯერსი – ბრაგა 1:1