ლატვიაში სწავლობენ სკენ მიმავალი რკინიგზის დემონტაჟის შესაძლებლობას

ამის შესახებ LSM იტყობინება რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, პრეზიდენტმა ამის თაობაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრ ევიკა სილიანთან შეხვედრის შემდეგ.
ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე დაძაბულობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და რკინიგზის დემონტაჟი შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტი იყოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად, მოჰყავს LSM-ს რინკევიჩსის სიტყვები.
პრემიერმა სილინიამ განაცხადა, რომ მთავრობის დახურულ სხდომაზე ლატვიის სამხედროები გამოვიდნენ წინადადებით, ს საზღვრის მახლობლად დაშალონ რელსები კონტრმობილურობის ზომების სახით, იმ შემთხვევისთვის, თუკი ქვეყანაზე თავდასხმა განხორციელდება. ასეთი ზომების შედეგებს ტრანსპორტის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები შეაფასებენ.
ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა, ლატვია და მუშაობენ მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის გეგმაზე რუსეთის ინტერვენციის შემთხვევისთვის: ქვეყნები ემზადებიან იმისთვის, რომ ევაკუაცია შეიძლება შეეხოს დაახლოებით 1,2 მილიონ ადამიანს. ბალტიის ქვეყნების მოსახლეობის საერთო რაოდენობა 6,2 მილიონია.
ლატვიის პროგნოზით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში საკუთარი სახლები შეიძლება დატოვოს ქვეყანაში მცხოვრები 1,9 მილიონი ადამიანის მესამედმა (დაახლოებით 630 ათასმა).
ვინც ავტომობილებით გადაადგილდება, მეორეხარისხოვანი გზებით გაუშვებენ, რათა ძირითადი ტრასები არმიისთვის გამოთავისუფლდეს. მათთვის გამზადებულ რუკებზე აღნიშნულია ის ქალაქები, რომლებშიც შეიძლება თავშესაფრის პოვნა, იტყობინება Reuters-ი.
ევროპის ქვეყნები სადაზვერვო სამსახურები არ გამორიცხავენ ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმას უახლოეს წლებში. სექტემბერში ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი და ჩინეთი გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის ემზადებიან.
ფორუმი