მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, შერმადინის ბოლო საშინაო მატჩში, საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 79:92 დამრცხდა.
უკრაინამ მეთოთხმეტე წუთზე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. შენგელიამ, რომელიც თბილისში ესპანეთიდან შეხვედრის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე ჩამოვიდა, 7 ქულა ჩააგდო, შერმადინმა, სანაძემ, მაკფადენმა (ორი სამიანი ჩააგდო) და ანდრონიკაშვილმა შეგვძინეს ქულები, თუმცა დაცვაში შეცდომებით მოწინააღმდეგემ ისარგებლა (მათ რიგებში შეუჩერებელი კოვილარი იყო) და პირველი ტაიმი 48:43 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ სწრაფი კოვილარის ლიდერობით უკრაინა დომინირებდა და გაიმარჯვა კიდეც.
ჩვენი გუნდიდან 22 ქულა სანაძემ ჩააგდო, 17-17 მაკფადენმა და შენგელიამ, 9 ანდრონიკაშვილმა, 7 შერმადინმა, 5 კორსანტიამ, 2 კი ბურჯანაძემ.
ორივე გუნდიდან საუკეთესო კოვილარი გახლდათ – 31 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს, ტენერიფეში ესპანეთთან ჩაატარებს.




