მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, შერმადინის ბოლო საშინაო მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინას 48:43 ამარცხებს.
მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. მეტოქე ჯარიმებით დაიტვირთა, თუმცა პერიმეტრიდან კარგად ისროდნენ. ჩვენი გუნდიდან სანაძე გამოირჩეოდა და ნაკრებში დაბრუნებული 38 წლის მაკფადენი (ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის მენიორკაში ასპარეზობს) და პირველი მეოთხედი 23:15 მოვიგეთ.
აქტიურად ჩაერთო თამაშში 16 წლის ხატიაშვილი, უკრაინამ კი მეთოთხმეტე წუთზე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. შენგელიამ, რომელიც თბილისში ესპანეთიდან შეხვედრის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე ჩამოვიდა, 7 ქულა ჩააგდო, შერმადინმა, სანაძემ, მაკფადენმა (ორი სამიანი ჩააგდო) და ანდრონიკაშვილმა შეგვძინეს ქულები, თუმცა დაცვაში შეცდომებით მოწინააღმდეგემ ისარგებლა და პირველი ტაიმი 48:43 დასრულდა.
· წარმატება საქართველოს ❤️ კიდევ კარგი აქ შემოვედი, დამავიწყდა და ახლა მე-2 ტაიმს უგულშემატკივრებ. მოგება აუვცილებლად გვესაჭიროება. აბა ჰეე ბიჭებო
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება – ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
“როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა” – ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
მაკფადენი დაბრუნდა – საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
შენგელიას ჩამოსვლა წარმოუდგენელია – საქართველოს ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით “თბილისი არენაზე” ივარჯიშა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს



