27 ნოემბრიდან ს შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი– (ასაქცევი) – სარფის საავტომებლო გზაზე (ს შემოვლითი გზა) ჩატარდება გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების მონტაჟის სამუშაოები.
„სამუშაოების ჩატარების მიზნით, გზის კმ 92–კმ 105 მონაკვეთზე (ბათუმის შემოვლითი გზა) 2025 წლის 27 ნოემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ღამის საათებში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ხოლო შაბათ–კვირას – 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე.
შეზღუდვის ზემოაღნიშნული რეჟიმი ამოქმედდება 27 ნოემბრის ღამის 00:00 საათიდან და იმოქმედებს ერთი თვის განმავლობაში.
რეჟიმის მოქმედების პერიოდში -სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, ქალაქ ბათუმის გავლით და დაუკავშირდება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ში. ხოლო, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.