კახა კალაძე – ხაზარაძის პიროვნება ამაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონეა – ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა

მამუკა ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონე პიროვნებაა. ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს ს გამოეხმაურა, რომელიც დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის მამუკა ხაზარაძე”.
„ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონე პიროვნებაა. ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა. ეს რა ვიდეოა, ყველამ კარგად იცის. სადაც მე ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა და ასევე იმ პრობლემებზე, გულისტკივილზე და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ის მეორე ნაწილი მოჭრა და ის პირველი ნაწილი განათავსა. აქაც იკვეთება და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის მამუკა ხაზარაძე”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული