მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. მიცვალებული ორჯერ არ კვდება, მე სოხუმში დავიღუპე, სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის ვაგრძელებ, – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ განაცხადა.
მან საკუთარ სასამართლო პროცესზე ვრცლად ისაუბრა.
„მე ვარ სოხუმელი, სოხუმში 15 ვაჟკაცი დავკარგე, თუ გამოვდივარ, მათი სულები არ მაძლევენ საშუალებას გავჩერდე, რადგან მათი თავი რუსებთან ბრძოლამ წამართვა. ხილვასავით მქონდა, რას ნიშნავს რუსული მმართველობა. რუსული მმართველობის ქვეშ მილიონამდე ქართველი მოკლეს, რუსეთის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე”….
მედროშეს მეძახიან, ევროკავშირის და საქართველოს დროშა რომ უჭირავს, ის ვარ მე. დედამიწის ზურგზე ვერავინ ამიხსნის როგორ ვარ ცოცხალი დარჩენილი, ღმერთმა მოახდინა სასწაული.
მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. მიცვალებული ორჯერ არ კვდება, მე სოხუმში დავიღუპე, სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის ვაგრძელებ… გამარჯვებულები შურს არ იძიებენ არსად და არასდროს”,- განაცხადა ჭავჭანიძემ.




