სერგეი რიაბკოვი – ს მმართველობის პერიოდში -ის საგარეო პოლიტიკაში რეალიზმის ზოგიერთი ჯანსაღი ელემენტი გამოჩნდა

დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში -ის საგარეო პოლიტიკაში რეალიზმის ზოგიერთი ჯანსაღი ელემენტი გამოჩნდა, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ გლობალური დემოკრატიზაციის იდეას დროებით ჩამოშორდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა თავის ანტირუსულ კურსზე უარი თქვა, მაგრამ ახლა ამერიკელები პირდაპირი და გულახდილი დიალოგისთვის ღია არიან, პრაქტიკულ საქმიანობაში კი თავიანთ ეროვნულ ინტერესებზე აკეთებენ აქცენტს“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ასევე, მისი თქმით, „ვაშინგტონი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ კონცეფციების ფარგლებში გლობალური დომინაციის პრეტენზიებზე უარს არ ამბობს“.
„სწორედ ამიტომ, აშშ ზეწოლის მოხდენას ცდილობს ყველაზე, ვისაც ამჟამინდელი ადმინისტრაცია არსებულ ან პოტენციურ კონკურენტად აღიქვამს“, – აღნიშნა ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ