ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში პსჟ-მ “ტოტენჰემი” 5:3 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
“გამარჯვებულის ხასიათი გამოვავლინეთ. რთული მატჩი იყო, ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელიც თავს კარგად იცავდა და ყველაფერს აკონტროლებდა.
ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია, კარგი შედეგები გვაქვს. დღეს მთელი გუნდი კარგი იყო, მაგრამ სამმა ნახევარმცველმა უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარა.
ვიტინია? ის სხვებისგან განსხვავებული მოთამაშეა, რომელიც მუდმივად ვითარდება, ის ძალიან ბევრს შრომობს. მოხარული ვარ, რომ პორტუგალიელი ჩვენთან თამაშობს.
ერნანდესის გაძევება? ნამდვილად სამწუხაროა. თანაც პირველი შემთხვევა არ არის და ეს არანორმალურია. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მას ცუდი განზრახვა არ აქვს, რადგან ლუკასს შესანიშნავად ვიცნობ. მაგრამ საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლოს”, – განაცხადა ენრიკემ.
პსჟ 12 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ტურნირზე 11 დეკემბერს, ბილბაოში “ატლეტიკთან” ჩაატარებს.
ეს რონალდოსთვის განსაკუთრებული ადგილია – დეტალები… როდის და სად გაიმართება კრიშტიანოსა და ჯორჯიანას ქორწილი
FIFA-მ დაადასტურა – 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა
კიმი “ბაიერნში”? სამხრეთკორეელისთვის ბრძოლაში “რეკორდმაისტერიც” ჩაერთო
ლუკას ერნანდესი: ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია
“დაცვაში ადრე ამდენს არ ვმუშაობდი… ზოგი ამბობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, მაგრამ…” – რა თქვა კვარაცხელიამ “ტოტენჰემთან” მატჩის წინ?
[VIDEO] “კვარას” საგოლე პასი, ვიტინიას ჰეთ-თრიკი – პსჟ-მ “ტოტენჰემს” თამაში შემოუტრიალა
ლუის ენრიკე: ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია, ჩვენ ჩემპიონები ვართ
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა?
პსჟ-ს აკრიტიკებენ – ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
ხვიჩას სარეკორდო მოქმედება, შვება და ლუის ენრიკეს ქათინაური – “ეკიპი” მაინც თავისას ამტკიცებს
“ბოდიშს ვიხდი, ეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ შევაფასე” – კარაგერმა ებერეჩი ეზეზე ისაუბრა
მეუღლესთან მიახლოების გამო “ბაიერნის” ფეხბურთელს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ლუკას ერნანდესმა შეიძლება საფრანგეთის ნაცვლად ესპანეთის ნაკრებში ითამაშოს
“ენრიკე ამაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს” – ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას სათამაშო პოზიციით აღშფოთებულია
“კვარა” “ტოტენჰემს” თავიდანვე შეუტევს – ორი საკითხი გადასაწყვეტია
“მათი ბოლომდე მჯერა” – ენრიკემ ზაბარნი და შევალიე დაიცვა
Foot-sur7.fr: პსჟ ზაბარნის გაშვებაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში იფიქრებს




