მედია – ს სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა – სამარის აეროპორტი დროებით დაიხურა

რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული „ტელეგრამ“ არხის Astra-ს ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის სამიზნე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ასევე, „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ სამარის აეროპორტი დროებით დაიხურა.