ჰონგ-კონგის ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 279 ადამიანი, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის სამი აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, რომელიც დაკავშირებულია აალებადი მასალების – მათ შორის ბამბუკის და პოლისტიროლის ქაფის – გამოყენებასთან, რამაც შესაძლოა ხანძრის სწრაფად გავრცელება გამოიწვია.
ხანძარს, რომელსაც უმაღლესი, მეხუთე დონე მიენიჭა, 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.




