ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “ლივერპული” პსვ-სთან 1:4 განადგურდა. მიმდინარე სეზონში არნე სლოტის გუნდი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, გამონაკლისი არც ეს მატჩი გამოდგა. მასპინძელთა რიგებში გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, მან ალისონი შეცვალა, რომელმაც აღნიშნული შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მე-6 წუთზე მერსისაიდელთა კაპიტანს, ვირჯილ ვან დეიკს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ივან პერიშიჩმა აქცია.
“ლივერპული” გააქტიურდა და მე-16 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში მასპინძელთა დაცვა საშინლად მოქმედებდა, რითაც ნიდერლანდურმა გუნდმა კარგად ისარგებლა. 56-ე წუთზე ტილმა გაიტანა, 73-ე და 90+1 წუთზე კი დრიუშმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-13 ადგილზეა, სლოტის გუნდი ტურნირზე მომდევნო მატჩს 10 დეკემბერს, მილანში “ინტერთან” გამართავს.
ლივერპული – პსვ 1:4
გოლები: 0:1 პერიშიჩი (6), 1:1 სობოსლაი (16), 1:2 ტილი (56), 1:3 დრიუში (73), 1:4 დრიუში (90+1).
· ოეე მანდ ლიცერპულში რა გჭირთ, თქვე თავგასიებულებო 😁😂 სლოტია, სანიოლი ხომ არაა, გაუშვით რა სისხლი გაგვიშრეთ თქვენი მაზახისტობით.
[VIDEO] ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე – “კაირატი” “კოპენჰაგენთან” დამარცხდა, “მონაკომ” და “პაფოსმა” ქულები გაიყვეს
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: ომი “ეშტადიუ და ლუშზე”
ჩემპიონთა ლიგა. III ტური. D ჯგუფი: “ატლეტიკო” და “ბაიერნი” მერვედფინალსკენ [VIDEO]
მარკ ვან ბომელმა “პსვ ეინდჰოვენი” ჩაიბარა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა?
ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის წინ: შედგება პეპის შურისძიება “ბარსელონაზე”?
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: “ბარსა” და “სიტი” მერვედფინალში [VIDEO]
Nuovo Kvara – “ნაპოლიმ” ქართველის შემცვლელი შეიძინა



