პოლიტიკური პროცესი მოკვდა, განსაკუთრებულად, 4 ოქტომბერს, როდესაც დაქსასული ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პროცესში, სადაც ყველა კომპონენტმა მარცხი განიცადა –

პოლიტიკური პროცესი მოკვდა, განსაკუთრებულად, 4 ოქტომბერს, როდესაც დაქსასული ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პროცესში, სადაც ყველა კომპონენტმა მარცხი განიცადა –
„ჩიხურია სიტუაცია. პოლიტიკური პროცესი მოკვდა, განსაკუთრებულად, 4 ოქტომბერს, როდესაც დაქსასული ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პროცესში, რომელშიც შევიდა, რომელშიც ყველა კომპონენტმა მარცხი განიცადა და ეს მოსალოდნელიც იყო“ – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკის დაბრუნება წარმოუდგენელია და აქვე აცხადებს, რომ ახლა მათ „ორგანიზაციის კრიზისი“ აქვთ.
„დღეს ბევრად უფრო ფრუსტრირებულია საზოგადოება. პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკის დაბრუნება წარმოუდგენელია. მარტო პროტესტი ამას თავისთავად ვერ იზამს. პროტესტი არის საზოგადოებრივი ნება, ამის გამოხატულება უნდა იყოს პოლიტიკური ორგანიზაცია. ორგანიზაციის კრიზისი გვაქვს ახლა ჩვენ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ითავოს ან გაერთიანება, ან ერთობა, ან ფლაგმანი იყოს, ლოკომოტივი იყოს, მაღალი ნდობა ჰქონდეს, ამის კრიზისი გვაქვს და მე ასე ვუყურებ, რომ დღეს პარტიული პოლიტიკის მიღმა უნდა დავინახოთ პროცესი. ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ.
შესაძლებელია მოგვიწიოს გასვლა უსამართლო არჩევნებში და ეს ბრძოლის ახალ ველად უნდა ვაქციოთ, რაც არ გამოვიდა 4 ოქტომბერს და სამწუხაროდ, მცდელობებიც არ იყო საკმარისი. 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ შედეგი დადო ისეთი, როგორიც დადო იმიტომ, რომ პრაქტიკულად დაამარცხა ყველა მიმართულება“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები