[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] “ტორპედო” სამეულში გამაგრდა, “კოლხეთი” გავარდა!

გოლები: 1:0 ღუდუშაური (5. ბასილაძის პასით), 2:0 ანდრიჩი (39. მამუჩაშვილის პასით), 3:0 იონსენი (52. მამუჩაშვილის პასით), 4:0 მამუჩაშვილი (74. პირესის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): კლიაიჩი – მამუჩაშვილი, მანე, შიმიჩი (83. ს. კვირკველია), ჩერიფი (79. ვარლეი) – ითრაქი, პირესი – ღუდუშაური (71. გ. კოხრეიძე), ანდრიჩი, ბასილაძე (79. ნადარაია) – იონსენი.
მწვრთნელი: დირკ შუსტერი
კოლხეთი (4-2-3-1): დადეშქელიანი – ზურაბიანი, გ. კვირკველია, გიუნაშვილი, ფაღავა (46. ახალაძე) – ცხოვრებაშვილი, ბეგიჩი – ხარებავა, ბართიშვილი (89. ანდღულაძე), ნ. კაპანაძე (63. ფაჩულია) – ავალიანი (46. ლეშჩინსკი).
მწვრთნელი: დავით კვირკველია
გაფრთხილება: ბეგიჩი (21), ბასილაძე (25), ანდრიჩი (72)
არბიტრი: ც. სამსონაშვილი
“ტორპედომ”, როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად დაამარცხა “კოლხეთი” და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 4 ქულით გაუსწრო “დინამოს”, რაც, დირკ შუსტერის გუნდის დღევანდელი კონდიციებიდან გამომდინარე, დიდწილად ნიშნავს იმას, რომ ამ პოზიციას აღარ დაკარგავს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო ვლადიმერ მამუჩაშვილი, რომელმაც გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ბიორნ იონსენმა მე-19 გოლი გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატში და 3 ბურთით ჩამოიტოვა გიორგი ფანცულაია.
“კოლხეთი” კი ოფიციალურად გავარდა და მომავალ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ფოთელებმა ვერ გამოიყენეს ის პოტენციალი, რაც თუნდაც მათ მიერ მოგებულ რამდენიმე თამი გამოჩნდა. ეს გუნდს მინიმუმ იმის საშუალებას მისცემდა, რომ ბრძოლით მაინც დარჩენილიყო ეროვნულ ლიგაში.
პლუს ამას, შუა სეზონში გუნდს გამოაკლდნენ გიორგი აბუაშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი, კლუბის ხელმძღვანელობამ კი მათ მეტ-ნაკლებად შესაფერისი შემცვლელები ვერ გამოუძებნა.
[VIDEO. ეროვნული ლიგა] “პოკერი”, 3 პენალტი, ავტოგოლი… “ტორპედომ” ს “დინამო” გაანადგურა
კომბინაცია და გოლი, რომლის ხილვაც ღირდა – რეპორტაჟი თელავიდან და სანიოლი ლიდერების მატჩზე [VIDEO]
თბილისური დერბი “დინამომ” მოიგო, “გაგრამ” ზედიზედ მესამედ იმარჯვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
არაბიძის მორიგი ულამაზესი გოლი – “ტორპედო” სახლში “კოლხეთთან” მარცხდება [VIDEO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? “კოლხეთმა” თბილისში “გაგრა” დაამარცხა….
ეროვნული ლიგა. II ტური. “თელავი” – “კოლხეთი 1913” [LIVE]
[VIDEO] 0:4 ქუთაისში – ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში – “ტორპედომ” შანსი შეინარჩუნა
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა – ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
“ტორპედოს” პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!