გიორგი ტუმასიანი – სთვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაა პრობლემა, ამიტომ სამშვიდობო გეგმა არა გამარჯვება, არამედ მარცხია მოსკოვისთვის, თუმცა რეალურად თუ შევაფასებთ, დოკუმენტი არის ომის შეჩერებაზე და არა დასრულებაზე

რეალურად თუ შევაფასებთ, დოკუმენტი არის ომის შეჩერებაზე და არა დასრულებაზე, რადგანაც გრძელვადიან პერსპექტივაში არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კონფლიქტის მიზეზ-შედეგობრივი ნაწილი სრულად ამოიწუროს, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ უკრაინის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
ტუმასიანის თქმით, ომის შეჩერება დროებითია და შეიძლება, როგორც ს, ისე უკრაინის ინიციატივით განახლდეს, თუ ეს უკანასკნელი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საკმარისად გაძლიერდება.
„პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა და სურვილი თავიდანვე იყო ომის შეჩერება და შეერთებული შტატები აგრძელებს ძალისხმევას, რომ იპოვოს გარკვეული კომპრომისი ამ მიმართულებით, რა მიმართულებითაც პრეზიდენტ ტრამპს არაერთ კონფლიქტში ჰქონდა ასეთი როლი, იქნებოდა ეს ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, პაკისტან-ინდოეთს შორის და ა.შ.
ბუნებრივია, შეერთებული შტატები იგივე პოზიციებით ცდილობს ში ომის შეჩერებას და ჩვენ, პრაქტიკულად, ვხედავთ გარკვეულ ინიციატივას ორივე მხარის მიმართ ანუ კომპრომისული ვარიანტი სურს შეერთებულ შტატებს. ეს რამდენად გამოვა, მხარეებზეა დამოკიდებული.
მიმდინარეობს ვაჭრობის პროცესი. ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, რა შინაარსის არის ეს დოკუმენტი. ის, ერთის მხრივ, გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას, მეორეს მხრივ, გარკვეული ზომის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ დატოვებას, თუმცა ეს ცოტა უცნაური ფორმულირებაა, რადგანაც ისედაც დე-ფაქტო რუსული კონტროლი არის იქ, მაგრამ მთავარია, რომ ტერიტორიის იურიდიული გადაცემა არ ხდება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ ირღვევა.
რეალურად თუ შევაფასებთ, ეს დოკუმენტი არის ომის შეჩერებაზე და არა დასრულებაზე, რადგანაც გრძელვადიან პერსპექტივაში არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კონფლიქტის მიზეზ-შედეგობრივი ნაწილი სრულად ამოიწუროს. რა თქმა უნდა, მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთისთვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობა აპრიორი პრობლემაა, თვითონ აცხადებენ ამას, ამიტომ მისთვის ეს დოკუმენტი არა გამარჯვება, არამედ მარცხია, თუმცა დროებით აძლევს შესაძლებლობას რუსეთს, რომ ის ტერიტორიები, რაც ოკუპირებული აქვს, ამაზე კონტროლი განამტკიცოს და, საბოლოო ჯამში, დაიწყოს იქ ლოგისტიკური პროცესებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
საკითხი იმაში დგას, რომ ომის შეჩერება მიგვიყვანს იქამდე, რომ მომავალში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ომი განახლდეს როგორც რუსეთის ინიციატივით, თუ დასუსტდება, ასევე უკრაინის ინიციატივით, თუ საკმარისად ძლიერი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა ტუმასიანმა.